Jump to content
Planeta.Ge

მარიუპოლში უკრაინელმა მეომრებმა რუსული საბრძოლო მასალის კიდევ ერთი საწყობი ააფეთქეს


მარიუპოლში უკრაინელმა მეომრებმა რუსული საბრძოლო მასალის კიდევ ერთი საწყობი ააფეთქეს. ხანძარი ნოვოსელივკის რაიონში არსებულ ბაზაზე გაჩნდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მარიუპოლის მერის მრჩეველმა პიოტრ ანდრიუშჩენკომ გაავრცელა.

მან თავის Telegram-არხზე რუსების სამხედრო საწყობში 24 თებერვალს გაჩენილი კოცონის ამსახველი ვიდეო-კადრები გამოაქვეყნა, რომელსაც ჭურვების აფეთქების ხმაც ერთვის თან.  

,,მარიუპოლის წინააღმდეგობის ჯგუფი ადასტურებს, ცენტრალური ოლქის სოფელ ნოვოსელოვკას მიდამოში არსებული, რუსეთის სამხედრო კომპლექსის საწყობის ერთით ,,დამინუსებას,“ - წერს ანდრიუშჩენკო.

მოგვიანებით მან აღნიშნა, რომ უკვე 25 თებერვალს, დილით, მარიუპოლის რაიონში, რუსი დამპყრობლების მნიშვნელოვანი თავშეყრის ადგილას, ახალი აფეთქებების ხმა ისმოდა.

„უკრაინის წინააღმდეგობის ჯგუფის წევრები იუწყებიან, რომ აფეთქებების ხმა ისმის მარიუპოლის რაიონის სოფლებში, იალტასა და იურიევკაში, ოკუპანტების დიდი კონცენტრაციის ხაზის გასწვრივ,“ - აღნიშნავს პიოტრ ანდრიუშჩენკო.

 https://1plus1.video/unian-novosti/2023-rik/lyutij-2023-u-mariupoli-vibuhnuv-sklad-bk-rosiyan

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...