Jump to content
Planeta.Ge

ბრიტანული სამხედრო დაზვერვის დაკვირვებით, რუსეთს ირანული დრონების მარაგი ეწურება


როგორც ჩანს, რუსეთს ირანული დრონების მარაგი ეწურება, ვინაიდან, ბოლო 10 დღეა, მათი გამოყენების შესახებ არავიტარი ინფორმაცია არ გავრცელებულა, - ამის შესახებ, თავის რეგულარულ მოხსენებაში, ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა წერს.

„2023 წლის 15 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში ირანული უპილოტო საფრენი აპარატების (OWA-UAV) გამოყენების შესახებ ინფორმაცია არ ყოფილა. მანამდე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა განაცხადეს, რომ 2023 წლის იანვრის ბოლოდან თებერვლის დასაწყისამდე, სულ მცირე, 24 Shahed-136 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს და წლის დასაწყისშივე ათეულობით დრონი განადგურდა,“ - წერენ ბრიტანელი სამხედრო ანალიტიკოსები.

მათი ვარაუდით, რუსეთი მარაგების შესავსებად უპილოტო საფრენი აპარატების  მოძიებას დაიწყებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ეს იარაღები სამიზნეების განადგურებაში კარგ შედეგებს ვერ აღწევს, რუსეთი მას, ალბათ, როგორც სასარგებლო ხაფანგს ისე უყურებს, რომელსაც შეუძლია, უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემის ყურადღება უფრო ეფექტური რუსული ფრთოსანი რაკეტებიდან თავის თავზე გადაიტანოს.“ - აცხადებს ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...