გასულ წელს, ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთწოდებული სახელმწიფო საზღვრის უკანონო დარღვევის 1200-ზე მეტი ფაქტი აღირიცხა
2022 წელს, ოკუპირებულ აფხაზეთში ეგრეთწოდებული სახელმწიფო საზღვრის უკანონო დარღვევის 1200-ზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა, - ამის შესახებ ეგრეთწოდებული სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ვებ-გვერდი იუწყება.
განცახდებაში აღნიშნულია, რომ ,,დამნაშავეები უშიშროების სამსახურისა და ФСБ- ს საზღვრის დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დააკავეს.“
მათ ,,აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვრის რეჟიმის“ ან ,,აფხაზეთის ტერიტორიულ და შიდა წ####ბში სასაზღვრო რეჟიმის“ დარღვევა ედებათ ბრალად.
დამნაშავეებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ. 13 სისხლის სამართლის საქმეა აღძრული ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე.
,,აფხაზეთისა და საქართველოს საზღვარზე აღიკვეთა საქონლის უკანონო გადატანის 35-ზე მეტი მცდელობა, მათ შორის 2,5 მილიონი რუბლის ღირებულების თამბაქოს კონტრაბანდა. უკანონო საქმიანობის ორგანიზებასა და განხორციელებაში ჩართულ პირებთან დაკავშირებით, აფხაზთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად, მიღებულია სამართლებრივი ზომები.“ - ნათქვამია ეგრეთწოდებული სახელმწიფო უშიშროების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.