Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.493

,,ბერლინალეს“ დღიური


lasha_alo

1.668 views

blog-0840908001360583753.jpg,,პლანეტა.გე“–ს კორესპოდენტი ბერლინიდან:

 

ბერლინის 63–ე საერთაშორისო ფესტივალის პროგრამის ფარგლებში ნაჩვენები იქნა ამერიკელი რეჟისორის გას ვან სენტის ფილმი ,,აღთქმული მიწა“. ფილმის სცენარის ავტორი და მთავარი როლის შემსრულებელი ცნობილი მსახიობი მეთ დეიმონია. ფილმი მნიშვნელოვან პრობლემას, ეკოლოგიას ეხება, თუმცა მხატვრული ღირებულებებით არ გამოირჩევა და აპლოდისმენტები, ტაში და შეძახილები, რომელიც დეიმონმა მიიღო, უფრო მისი წარსული დამსახურებების და პოპულარობის შედეგია. რუსებმა წარმოადგინეს ფილმი ,,ხანგრძლივი ლამაზი ცხოვრება“, რომელსაც კრიტიკოსები ფესტივალის ერთ–ერთ ფავორიტად თვლიან. ასევე კარგი გამოძახილი აქვს ესპანურ ფილმს ,,გლორია“.

სასიამოვნოა ბერლინის ქუჩებში მეთ დეიმონის და ჯორჯ კლუნის ნახვა, გერმანიაში იმყოფება შარლიზ სტერონი, რომელიც "გალაზე შიდსის" წინააღმდეგ ბრძოლის საქველმოქმედო ფონდმა მიიწვია. შესანიშნავ ფორმაშია 75 წლის ჯეინ ფონდა, რომელმაც ,,ბერლინალეს“ წითელ ხალიჩაზე ნამდვილი ფურორი მოახდინა. ბერლინშია ჰიუ გრანტიც, თუმცა ის მიწვეულ სტუმართა სიაში არ არის და ამიტომ მისი სტუმრობის მიზანი ჯერჯერობით გაურკვეველია. არყის მწარმოებელმა ერთ–ერთმა ფირმამ საპატიო სტუმრის რანგში დაპატიჟა ბერლინში ჟერარ დეპარდიე.

ფესტივალი გრძელდება და ,,ბერლინალე“ კიდევ მრავალ ვარსკვლავს ელოდება.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...