რიში სუნაკი: NATO-ში გაწევრიანების გზაზე მოკავშირეებმა უკრაინას თანამედროვე იარაღი უნდა მიაწოდონ
დიდი ბრიტანეთის პრემიერმინისტრის, რიში სუნაკის თქმით, უკრაინა მომავალში NATO-ს წევრი აუცილებლად გახდება, ხოლო ამ გზაზე მნიშვნელოვანია, რომ მოკავშირეებმა ის სამხედრო ტექნიკით აღჭურვონ.
,,მე ვეთანხმები NATO-ს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს, რომელმაც თქვა, რომ უკრაინა NATO-ს წევრი გახდება. თუმცა, ჩვენ უნდა ვკონცენტრირდეთ დღევანდელ ვითარებაზე. ჩემთვის ეს ნიშნავს, რომ უნდა გვქონდეს უკრაინის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმა, არა მხოლოდ ახლა, არამედ გრძელვადიან პერსპექტივაში". - ამბობს სუნაკი.
სუნაკის განმარტებით, რომ გრძელვადიანი მომზადების ნაწილი არის უკრაინელი სამხედროების წვრთნებიც, რომლებიც დიდ ბრიტანეთში მიმდინარეობს.
,,ეს არის კარგი მაგალითი იმისა, რისი გაკეთებაც გვსურს. NATO-ში გაწევრიანების გზაზე, მნიშვნელოვანია, რომ უკრაინელებმა იცოდნენ აღჭურვილობის გამოყენება.
ჩვენ უნდა დავრწმუნდეთ, რომ უკრაინის გრძელვადიან მომავალზე ვსაუბრობთ. ხოლო ეს ნიშნავს, რომ მას NATO-ს სტანდარტებთან შესაბამისი მეტი აღჭურვილობა უნდა მივაწოდოთ. მათ შორის, საჰაერო თავდაცვაც. ეს არის ის საკითხები, რაზეც ჩვენს მოკავშირეებთან საუბარი მსურს.
სუნაკმა ასევე დაადასტურა, რომ ლონდონი მზადაა დაეხმაროს ქვეყნებს, რომლებიც უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდებას გადაწყვეტენ და აღნიშნა, რომ თავად ბრიტანეთისთვის ეს რთული ამოცანაა.
,,ეს არ არის ადვილი, რადგან საკითხი მხოლოდ თვითმფრინავს არ ეხება. ეხება მის მართვას, მოვლასა და მუშაობას. ბრიტანული თვითმფრინავები ძალიან განსხვავდება იმ თვითმფრინავებისგან, რომლებსაც უკრაინელი მფრინავები არიან შეჩვეული". - დასძინა სუნაკმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.