Jump to content
Planeta.Ge

გაერო-ს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტიერეში: უკრაინაზე რუსეთის თავდასხმა ჩვენი კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფაა


გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერეშმა უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას ,,ჩვენი კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფა" და ,,საერთაშორისო სამართლის დარღვევა" უწოდა.

გენერალურ ასამბლეაზე მის ამ სიტყვებით დაიწყო დებატები, რომელიც ,,სამართლიანი და მშვიდობიანი მომავლის“ შესახებ რეზოლუციისთვის ფართო მხარდაჭერის მოპოვებას ისახავდა მიზნად

გუტერეშმა შეკრებილებს ხაზგასმით შეახსენა, რომ ყველა წევრმა ქვეყანამ თავი უნდა შეიკავოს ნებისმიერი სხვა სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ მუქარის ან ძალის გამოყენებისგან.

,,რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის შემდგომი ერთი წელიწადი იყო ბნელი ეტაპი - როგორც უკრაინელი ხალხისთვის, ასევე საერთაშორისო საზოგადოებისთვის. ეს თავდასხმა ჩვენი კოლექტიური სინდისის შეურაცხყოფაა და მისი შედეგები იგრძნობა უკრაინის საზღვრებს მიღმა,“ - განაცხდა გაეროს გენერალური მდივანმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...