,,სინათლის ზღვა" უკრაინიდან დევნილი ბავშვების სანუგეშოდ
ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, სამშაბათს ასეულობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, რათა აქცია ,,სინათლის ზღვა" გაემართა. აქცია ორგანიზაცია ,,კარიტასის“ ხელმძღვანელობით მოეწყო. აქციის მონაწილეებმა 5000 ანთებული სანთლისგან მოედანზე კაშკაშა გული დაანთეს, რითაც უკრაინელი ბავშვების მიმართ სითბო გამოხატეს და მათ იმედი ჩაუსახეს. ასევე, პატივი მიაგეს ომის დროს დაღუპულთა ხსოვნას.
ორგანიზატორთა აზრით, ,,სინათლის ზღვა“ მადლიერების ნიშანიცაა მათთვის, ვინც უკრაინელი ლტოლვილების მიმართ სოლიდარობის გამოხატვას, როგორც ავსტრიაში, ისე ყველგან, მთელს მსოფლიოში აგრძელებს.
დღეისათვის ავსტრიაში 92000-მდე უკრაინელია რეგისტრირებული, ლტოლვილთა უმეტესობა ქალები და ბავშვები არიან. უკრაინიდან ლტოლვილი ბავშვების რიცხვი ავსტრიაში 18 ათასს აღწევს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.