Jump to content
Planeta.Ge

ვახტანგ გომელაური - უმეტეს ბანკს დაცვა არ ჰყავს, როდესაც ვეუბნებით აიყვანონ, გვპასუხობენ: „დაზღვეული გვაქვს და პრობლემა არ გვაქვს“, მერე შსს-ს პრობლემა ხდება


ინაგან აქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში საუბრისას, ხაზი გაუსვა იმ გარემოებას, რომ საქართველოში ფინანსური დაწესებულებები სათანადო დაცვით უზრუნველყოფილები არ არიან, რაც შემდეგ შსს-ს პრობლემა ხდება.

მინისტრმა უპასუხა დეპუტატ კახა კახიშვილის შეკითხვას, რომლის თანახმად, ბანკებს დაცვა არ ჰყავთ და ამ მხრივ, დაცვის სავალდებულოდ აყვანაზე ხომ არ იფიქრებდნენ.

„გეთანხმებით, ეს სერიოზული პრობლემაა. არაერთხელ გაჟღერდა ტელევიზიითაც, თუნდაც ოპოზიციური არხებიდან, რომ „ბანკებთან დგანან პოლიციელები, რა ხდება, ახალი მოიგონეთ?“ სხვათა შორის ახალი არ მოგვიგონია, ჩემი მოგონილი ნამდვილად არ არის. პერიოდულად ხდება ბანკებთან პატრულირების მეტად გაძლიერება. სამწუხაროდ, უმეტეს ბანკს დაცვა არ ჰყავს. როდესაც ვეუბნებით, რომ დაცვა აიყვანონ, გვპასუხობენ, ჩვენ დაზღვეული გვაქვს თემა და პრობლემა არ გვაქვს. თუმცა, მერე ჩვენი, შსს-ს პრობლემა ხდება. „ყაჩაღობა მოხდა, მძევლად აიყვანა, სად წაიღო ფული, აბა რა ქენით“ - რა თქმა უნდა, ეს პრობლემა არის და ალბათ, ეროვნული ბანკიც უნდა დაინტერესდეს. რა თქმა უნდა, ამას მარტო ჩვენ ვერ გადავწყვეტთ, ვერ დავაძალებთ, გინდა თუ არა დაცვა აიყვანონ“, - განაცხადა გომელაურმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...