სახელმწიფო სამსახურის დასრულების შემდეგ, კადიროვი კერძო სამხედრო კომპანიის შემნას აპირებს
ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი საკუთარ Telegram-ზე წერს, რომ სახელმწიფო სამსახურის დასრულების შემდეგ საკუთარი კერძო სამხედრო კომპანიის შექმნას აპირებს და ,,ვაგნერის“ დამფუძნებელს, რუს ოლიგარქ ევგენი პრიგოჟინს ,,კონკურენციას გაუწევს".
კადიროვი პრიგოჟინს ,,ძმას" უწოდებს და ამბობს, რომ ვაგნერმა ,,ეფექტურობის დადასტურება" შეძლო.
,,ეჭვგარეშეა, მსგავსი პროფესიონალური ფორმირებები საჭიროა. ამიტომ, მე სერიოზულად ვაპირებ, სახელმწიფო სამსახურის დასრულების შემდეგ, ჩვენს ძმას, ევგენი პრიგოჟინს კონკურენცია გავუწიო და შევქმნა კერძო სამხედრო კომპანია. ვფიქრობ, ყველაფერი გამოვა". – წერს კადიროვი.
გასულ დღეებში პრიგოჟინმა საავადმყოფოში მოინახულა ქვედანაყოფი ახმატის მეთაური და კადიროვის თანაშემწე, აპტი ალაუდინოვი, რომელიც, ჩეჩნეთის ლიდერის მტკიცებით, მოწამლული იყო. შეხვედრის დროს პრიგოჟინმა თქვა, რომ ახმატი მის დაჯგუფებას გადასცემდა ჭურვებს, რომლებსაც ვაგნერელები რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სთხოვდნენ.
პრიგოჟინისა და კადიროვის ძალები პერიოდულა ეწევიან რუსეთის თავდაცვის სამინისტროს დისკრედიტაციას.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.