Jump to content
Planeta.Ge

ასლან ბჟანია მოსკოვში აფხაზეთის სტატუსის განხილვას არ აპირებს


ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. „პრეზიდენტის“ ოფისში აცხადებენ, ასლან ბჟანია მოსკოვში აფხაზეთის სტატუსს განხილვა არ აპირებს.

მათი განმარტებით, სხვადასხვა პერიოდული გამოცემისა და ინტერნეტის საშუალებით დაიწყო „რეალობასთან შეუსაბამო ცნობების გავრცელება“ იმის შესახებ, რომ ასლან ბჟანია მოსკოვში ვიზიტის დროს „აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის საკითხს“ შეეხება.

„აფხაზეთის რესპუბლიკის სტატუსის განხილვის შესახებ გადაუმოწმებელ და არასანდო ინფორმაციაზე დაფუძნებული საჯარო მიმართვები შეიძლება ჩაითვალოს ზოგიერთი მოქალაქისა და საზოგადოებრივი გაერთიანების მცდელობად, უსაფუძვლოდ დაადანაშაულონ აფხაზეთის ხელმძღვანელობა კონსტიტუციური წესრიგის საფუძვლების შერყევაში“, - აცხადებენ ე.წ. „პრეზდენტის“ ოფისში.

ასლან ბჟანია 14 თებერვალს მოსკოვში გაემგზავრა. მისი პრესსამსახურის ინფორმაციით, ბჟანია, „სამუშაო ვიზიტის ფარგლებში“, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრებს მართავს.

 

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...