ზელენსკი: ჩვენ სამასი სპარტელი არ ვართ და არ ვგრძნობთ თავს გმირებად, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს უკან დგას ევროპა
უკრაინა ემზადება ხანმოკლე ომისა და გამარჯვებისთვის და რუსები ვერასოდეს შეძლებენ ქვეყნის დაპყრობას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ იტალიურ მედიაგამოცემასთან (Corriere della Sera) ინტერვიუში განაცხადა.
„რუსებს ჯერ არ გაუცნობიერებიათ, რომ ჩვენ დღეს უფრო ძლიერები ვართ, ვიდრე ერთი წლის წინ ვიყავით და ვერასოდეს შეძლებენ უკრაინის ხელში ჩაგდებას, როგორც ამას იმედოვნებდნენ,“ – აღნიშნა ზელენსკიმ.
მისი თქმით, უკრაინა ემზადება ხანმოკლე ომისთვის და გამარჯვებისთვის და რაც უფრო სწრაფი იქნება ომის მიმდინარეობა, მით ნაკლები იქნება მსხვერპლი.
,,2014 წელს კონფლიქტი გაიყინა და ამან ჩვენს სასარგებლოდ ვერ იმოქმედა. მინსკის შეთანხმებებმა პუტინს თავდასხმისთვის მოსამზადებლად დრო მისცა. ჩვენ იმ ხაფანგში ისევ აღარ მოვყვებით. ჩვენი ჯარისკაცები უფრო მოტივირებულები არიან, რადგან ისინი იცავენ თავიანთ ოჯახებს, სახლებს,“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
რაც შეეხება დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერას, ამასთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „მარტო ბრძოლა არავის უყვარს.“
,,თუ ვინმე ფიქრობს, რომ რაღაც მომენტში შეიძლება დაგვტოვოს, გამოდის, მან ვერ გაიგო ჩვენი ბრძოლის მოტივაციის სიღრმე. ჩვენ სამასი სპარტელი არ ვართ და არ ვგრძნობთ თავს გმირებად, ჩვენ ვიცით, რომ ჩვენს უკან დგას ევროპა და ისინი, ვისაც ესმის რუსული საფრთხის მნიშვნელობა“, - განმარტა ზელენსკიმ.
Edited by ირმა-იტი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.