რატი ბრეგაძე: ჩვენი და სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა, ჩვენი სურვილია, ის იყოს ჯანმრთელად
საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის შესახებ ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვაზე პასუხობს, რომ მათი (იუსტიციის სამინისტროს) და მიხეილ სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა, ექს-პრეზიდენტის მიზანი საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის „ხელოვნურად დაზიანებაა,“ რათა მან პენიტენციური დაწესებულება დატოვოს.
„თუკი ვინმეს აქვს კითხვა მიხეილ სააკაშვილის როგორც ჯანმრთელობის, ისე უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ჩვენ ყოველთვის ვაწვდით მათ ინფორმაციას. ყველამ იცის, მთელმა საქართველომ და მართლა, მთელმა მსოფლიომ, ვისაც ეს საკითხი აინტერესებს, რომ ის კერძო კლინიკაში იმყოფება. სჭირდება მკურნალობა? – სახელმწიფო მას ამის შესაძლებლობას აძლევს, ის იმყოფება საავადმყოფოში ექიმების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ. მაგრამ რა არის მთავარი პრობლემა – ჩვენი და მიხეილ სააკაშვილის სურვილები ერთმანეთს არ ემთხვევა. ჩვენი სურვილი არის, რომ პატიმარი სააკაშვილი იყოს ჯანმრთელად, მას ამის სურვილი არ გააჩნია. მას უნდა, რომ ის იყოს რაც შეიძლება ცუდად იმისთვის, რომ საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის ხელოვნურად დაზიანებით შეძლოს და დატოვოს პენიტენციური დაწესებულება“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.