Jump to content
Planeta.Ge

„საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების საქმეზე ბადრი ესებუას სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება


ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღების ბრალდებულ ბადრი ესებუას საქმეზე სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება.

პროცესი 15:00 საათზე არის ჩანიშნული.

როგორც დაკავებულის ადვოკატ, იოსებ ჯანაშია აცხადებს, სხდომას ბრალდებული დაესწრება.

,,სასამართლო ბანკის ძარცვის ფაქტზე იმსჯელებს. დაიკითხებიან ბრალდების მხარის მოწმეები. ბრალდებული სხდომას დაესწრება, რადგან ეს მისი მოთხოვნაა“, - აღნიშნა იოსებ ჯანაშიამ.

პროცესი ბრალდების მხარის მტკიცებულებებით განახლდება. ეს იქნება პირველი სხდომა, როცა ბადრი ესებუა საკუთარი ბრალდების სისხლის სამართლის არსებით განხილვას დაესწრება. მან გასულ სასამართლო პროცესზე, როცა პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად ჩაერთო, აღნიშნა, რომ დღევანდელ სხდომაზე დასწრება სურდა და არა დისტანციურად ჩართვა, ვინაიდან ჩართვისას ხმა ხარვეზებით ესმოდა.

„საქართველოს ბანკის“ ყაჩაღობაში ბრალდებული ბადრი ესებუა 8 თებერვალს დააკავეს.

ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ შენობაში შეიარაღებული ბადრი ესებუა 2020 წლის 21 ოქტომბერს შეიჭრა. მას მძევლად 40-ზე მეტი მოქალაქე ჰყავდა აყვანილი და მათი გათავისუფლების სანაცვლოდ 500 ათას აშშ დოლარს და უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. თანხის გადაცემის შემდეგ თავდამსხმელმა გაქცევა მოახერხა.

აღნიშნულ საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

წყარო: IPN

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...