Jump to content
Planeta.Ge

ჯოზეფ ბორელი: უკრაინა იღებს უამრავ აპლოდისმენტს, მაგრამ არასაკმარის საბრძოლო მასალას


მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა თქვა, რომ უკრაინა უამრავ აპლოდისმენტს, თუმცა არასაკმარის საბრძოლო მასალას იღებს. მან კონფერენციაზე რუსეთის სრულმასშტაბიანი აგრესიის წინააღმდეგ უკრაინაში საბრძოლო მასალის მიწოდების გაზრდა მოითხოვა.

,,ზელენსკი და უკრაინელები უამრავ აპლოდისმენტს იღებენ, მაგრამ არასაკმარის საბრძოლო მასალას. ეს პარადოქსია. მათ ნაკლებად უნდა დავუკრათ ტაში და უკეთ მივაწოდოთ იარაღი. უკრაინა იბრძვის, იხდის ყველაზე მაღალ ფასს სიცოცხლეში, მაგრამ ეს ომი ხდება ევროპის მიწაზე. ის გავლენას ახდენს ჩვენზე და ამასთან, აქვს გლობალური გავლენა მთელ მსოფლიოზე"-თქვა ბორელმა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ევროკავშირი ახლა სამი ძირითადი გამოწვევის წინაშე დგას: პირველი, ევროკავშირის, როგორც გლობალური მოთამაშის სანდოობა, მეორე მათი სტრატეგიული პასუხისმგებლობაა, როგორც უსაფრთხოებისა და თავდაცვის მიმწოდებელი და მესამე, პარტნიორებთან მთელს მსოფლიოში, კერძოდ კი გლობალურ სამხრეთთან ჭეშმარიტი თანამშრომლობაა.

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საბრძოლო მასალის დეფიციტი უკრაინის დახმარების კონტექსტში მისი გამოყენების მაღალი ინტენსივობის გამო განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

ამავდროულად, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივანი, ბენ უოლასი ამბობს, რომ საბრძოლო მასალის ნაკლებობა უკრაინის დასავლელი მოკავშირეებისთვის სტრატეგიული პრობლემა არ არის.

ამასთან, ესტონეთმა ევროკავშირის ქვეყნებს დაახლოებით 4 მილიარდი ევროს ინვესტირება შესთავაზა, რათა 1 მილიონი ტყვია საბრძოლო მასალა, რომელიც უკრაინას რუსული შემოჭრის მოსაგერიებლად სჭირდება, ერთობლივად შეიძინონ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...