სახალხო დამცველის აპარატი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტებს კლინიკა „ვივამედიდან“ და პენიტენციური დაწესებულებიდან გამოითხოვს
კლინიკა „ვივამედში“ საქართველოს მესამე პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი კონსილიუმის წევრი ექიმები, სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელი, თამარ გვარამაძე და მისი მოადგილე, გიორგი ბურჯანაძე იმყოფებოდნენ.
როგორც სახალხო დამცველის მოვალეობის შემსრულებელმა, გიორგი ბურჯანაძემ კლინიკის დატოვების შემდეგ განაცხადა, სახალხო დამცველის აპარატი მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო დოკუმენტებს კლინიკა „ვივამედიდან“ და პენიტენციური დაწესებულებიდან გამოითხოვს და შეისწავლის.
„სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლის დაკვირვებით, ბუნებრივია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასუსტებულია, წონაში კლება აღენიშნება. უშუალოდ ექიმების საუბრობდნენ იმასთან დაკავშირებით კონკრეტულად რა სამედიცინო მდგომარეობა და საჭიროება აქვთ. ამ ეტაპისთვის ჩვენ დღეს კონკრეტული სამედიცინო შედეგები არ გვექნება. შემდეგ დღეებში გავმართავთ საერთო შეხვედრას, დავილაპარაკებთ გავაანალიზებთ სხვადასხვა პროფილის ექიმის მოსაზრებებს და იმის მიხედვით შემდგომი შეფასება გვექნება. ამჟამინდელი სტრატეგია და გეგმა იქნება, ჩვენ გამოვითხოვთ სამედიცინო დოკუმენტებს, როგორც კლინიკა „ვივამედიდან“, ასევე პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო დეპარტამენტიდან და შემდგომ აქტიურად დავაკვირდებით ამ სამედიცინო დოკუმენტებს. ამის მიხედვით გადაწყდება გვექნება თუ არა შემდეგი ვიზიტები.
მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოგზავნილი წერილით ამბობდა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება აღენიშნებოდა და ამიტომ გვთხოვდა დამატებითი ვიზიტის განხორციელებას. რაც შეეხება არასამედიცინო კუთხით შეფასებას, ერთი შეხედვით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია“, - განაცხადა ბურჯანაძემ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.