ნენსი პელოსი უკრაინის შესახებ: ,,ჩვენ, უბრალოდ, გავიმარჯვებთ, პატარავ!"
როგორც გამოცემა ,,ამერიკის ხმა“ იუწყება, მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, წარმომადგენელთა პალატის ყოფილმას სპიკერმა ნენსი პელოსიმ განაცხადა, რომ ამერიკელების უმეტესობას ესმის უკრაინელების ბრძოლა თავისუფლებისთვის, ამიტომ ყველანი მზად არიან, მხარი დაუჭირონ მათ ამ ბრძოლაში.
,,შეიძლება შეგვხვდნენ ისეთებიც, ვინც იტყვის, რომ არ უნდათ ზედმეტად დაიხარჯონ, მაგრამ ამერიკელი ხალხის უმეტესობამ მიიღო უკრაინელები საკუთარ სახლებში. ისინი მათი გამარჯვების მომხრენი არიან", - აღნიშნა პელოსიმ.
მისი თქმით, თუ პრესა იტყობინება, რომ არსებობს გარკვეული სისუსტეებიც, ეს ზოგად განწყობაზე არ იმოქმედებს.
„პრესა ყველანაირ კითხვას სვამს. რად უნდა ამას კითხვა? ჩვენ ,უბრალოდ, გავიმარჯვებთ, პატარავ. ჩვენ, უბრალოდ, გავძლებთ, ვიდრე არ გავიმარჯვებთ. ეს ეხება დემოკრატიას და თავისუფლებას, თავისუფლებას არა მარტო უკრაინელი ხალხისთვის, არამედ მსოფლიოსთვის,"- განაცხადა ნენსი პელოსიმ.
Edited by ირმა-იტი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.