The Times - ,,ზელენსკის სამხედრო ბუნკერი უკრაინაში: არც ტელეფონები, არც შუქი, არც ძილი"
ბრიტანული გამოცემა The Times- ის ჟურნალისტი ქეროლაინ უილერი იმ ბუნკერს ეწვია, საიდანაც, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ქვეყანას მართავს.
„არც ტელეფონები, არც შუქი, არც ძილი“, - ასე აღწერს კორესპონდენტი უკრაინის პრეზიდენტის მიწისქვეშა ბუნკერში არსებულ ვითარებას.
მისი თქმით, რამაც ბუნკერში ჩასული ყველაზე მეტად შეაძრწუნა, იქ გამეფებული სრული სიბნელე იყო.
,,გზას მხოლოდ თანმხლები დაცვის ტელეფონის ფანარი ანათებდა. ვვარაუდობდი, რომ ეს სიბნელე, ბოლო თავდასხმის გამო, დროებით მიღებული ზომა იყო, მაგრამ როგორც მითხრეს, იქ მუდმივად ასეთ პირობებში არიან.", - აღნიშნავს ჟურნალისტი თავის სტატიაში.
ის ამბობს, ასევე, რომ სრული სიბნელის გარდა, მასზე დიდი შთაბეჭდილება ბრეზიდენტის ბუნკერის შესახებ არსებულმა გასაიდუმლოების ზომებმა მოახდინა.
„მათ, ვინც პრეზიდენტის გვერდით მიწისქვეშა ბუნკერში ცხოვრება უწევთ, ხელი უნდა მოაწერონ ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც ბუნკერის დიზაინის, ადგილმდებარეობის ან პირობების შესახებ რაიმე დეტალის გახმოვანება ეკრძალებათ. მათ იმ საკვებზე საუბრის უფლებაც არა აქვთ, რომელსაც ჭამენ,“ - წერს ქეროლაინ უილერი.
მისი თქმით, ბუნკერში იზოლირებული გუნდი ომს სმარტფონების საშუალებით აკვირდება.
შეგახსენებთ, პრეზიდენტის ბუნკერის შესახებ, შარშან გაზაფხულზე ერთ-ერთმა უკრაინულმა გამოცემამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ზელენსკიმ თავისი შტაბი ისეთ ბუნკერში მოაწყო, რომელსაც შეუძლია ბირთვულ დარტყმასაც გაუძლოს.
იმ პერიოდში ბუნკერიდან პრეზიდენტის ვიდეოკონფერენციის და შეხვედრების ფოტოებიც გამოქვეყნდა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.