Jump to content
Planeta.Ge

განელი ფეხბურთელი კრისტიან ატსუ, რომელსაც 12 დღე ეძებდნენ, ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს


საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, საბა ლობჟანიძის თანაკლუბელი, კრისტიან ატსუ თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრიდან 12 დღის შემდეგ ნანგრევებში გარდაცვლილი იპოვეს.

31 წლის განელი ფეხბურთელი თურქეთის ქალაქ ჰათაის საფეხბურთო კლუბ ,,ჰათაისპორს“  გასული წლის სექტემბერში შეუერთდა.

,,ნიუკასლ იუნაიტედის“ ყოფილმა ვარსკვლავმა, რომელიც ადრე ,,ჩელსიშიც“ თამაშობდა, წინა დღით, 5 თებერვალს, მიწისძვრამდე რამდენიმე საათით ადრე, თურქეთის სუპერ-ლიგის მეტოქესთან, ,,ქაზიმფაშასთან“ გამართულ საშინაო მატჩში, ბოლო წუთებზე გამარჯვების გოლიც გაიტანა, 6 თებერვლის შემდეგ კი მას უშედეგოდ ეძებდნენ.

მალე გავრცელდა ინფორმაცია, მისი ცოცხლად გადარჩენის და პოვნის შესახებ, რაც მართალი არ აღმოჩნდა. დღეს დილით კი დადასტურდა, რომ მაშველებმა მისი ცხედარი ნანგრევებში აღმოაჩინეს.

 „ყველა მის კეთილისმსურველს გულდამძიმებულმა უნდა გაუწყოთ, რომ სამწუხაროდ, ამ დილით ნანგრევებში კრისტიან ატსუს ცხედარი აღმოაჩინეს. ღრმა მწუხარებით ვუსამძიმრებ მის ოჯახს და ახლობლებს.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ლოცვებისა და მხარდაჭერისთვის.“ - განაცხადა მისმა აგენტმა, ნანა სეჩერემ.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...