Jump to content
Planeta.Ge

ემანუელ მაკრონი: გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას მის გამარჯვებამდე


საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, მოკავშირეები მხარს დაუჭერენ უკრაინას მანამ, სანამ ის გაიმარჯვებს და ევროპაში მშვიდობა დამყარდება.

„შეერთებული შტატები და საფრანგეთი, ჩვენს პარტნიორებთან ერთად, გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას გამარჯვების მიღწევამდე და ევროპაში მშვიდობის დაბრუნებამდე“, - წერს მაკრონი „ტვიტერში“, სადაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისთან შეხვედრის ამსახველ ფოტოს აქვეყნებს.

მისი თქმით, მოკავშირეები ასევე მხარს უჭერენ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ათპუნქტიან სამშვიდობო გეგმას.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...