ოკუპირებულ აფხაზეთში შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის ოპერატიული შეკრება გაიმართა
13-17 თებერვალს ოკუპირებულ აფხაზეთში შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობის ოპერატიული შეკრება გაიმართა. ამის შესახებ ეგრეთწოდებული თავდაცვის სამინისტროს ვებ-გვერდი იუწყება.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ოკუპირებული მხარის თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბის, ძალოვანი სტრუქტურებისა და უშიშროების საბჭოს წარმომადგენლებმა, ასევე, ეგრეთწოდებული პარლამენტის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვისა კომიტეტის წევრებმა.
,,შეკრების მთავარი მიზანი იყო სამეთაურო შემადგენლობისა და სარდლობის, ასევე ქვედანაყოფების მეთაურების პროფესიული მომზადების დონის ამაღლება, თანამედროვე თუ მომავალ შეიარაღებულ კონფლიქტებში მათი საბრძოლო მისიების დანიშნულებისამებრ შესასრულებლად“, - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა ვლადიმერ სავჩენკომ.
მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთის სამხედრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის პრობლემები და დასახეს მიმდინარე ეტაპზე არსებული აქტუალური პრობლემების გადაჭრის გზები.
Edited by ირმა-იტი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.