საქართველოს რკინიგზა მგზავრებს შეძენილი ბილეთების დაბრუნებას სთავაზობს
საქართველოს რკინიგზის ინფორმაციით დასავლეთ საქართველოში უამინდობისა და დიდთოვლობის გამო, მაგისტრალური მიმართულებით მოძრავ მატარებლებს შესაძლოა შეფერხებები ჰქონდეთ. ასევე მათი განცხადებით საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოსალოდნელია მცირე დაგვიანებები.
მგზავრთა შესაძლო დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, საქართველოს რკინიგზა მზად არის დაგეგმილ რეისებზე დაიბრუნოს გაყიდული ბილეთები და სრულად აანაზღაუროს მათი საფასური.
,,მცირე დაგვიანებები საქართველოს რკინიგზისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო ხდება. გაუთვალისწინებელი გარემოებებისა და მგზავრთა შესაძლო დისკომფორტის თავიდან აცილების მიზნით, კომპანია მზად არის დაგეგმილ რეისებზე დაიბრუნოს რეალიზებული ბილეთები და სრულად აანაზღაუროს მათი საფასური,"- ვკითხულობთ საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.