Jump to content
Planeta.Ge

რუსეთის პრეზიდენტი მოსკოვში ჩასულ ასლან ბჟანიას არ შეხვდება


რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მოსკოვში ოკუპირებული აფხაზეთიდან ჩასულ ეგრეთწოდებულ პრეზიდენტ ასლან ბჟანიასთან, ამ ეტაპზე, შეხვედრას არ აპირებს.

ამის შესახებ პუტინის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი აცხადებს.

„პუტინის განრიგში არ შედის შეხვედრა აფხაზეთის პრეზიდენტთან“, - ნათქვამია პესკოვის მიერ გაკეთებულ მოხსენებაში.

აფხაზური საინფორმაციო წყაროები კი იუწყებიან, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული პრეზიდენტი ასლან ბჟანია, სამუშაო ვიზიტით, რუსეთის დედაქალაქში ჩავიდა.

აფხაზთა ლიდერის პრეს-სამსახურის განცახდებით, ის მოსკოვში 14 თებერვალს ჩავიდა და ვიზიტის ფარგლებში, 10 დღის განმავლობაში, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არაერთ შეხვედრას გამართავს.

გუშინ, 16 თებერვლას აფხაზურმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს, ასევე, ინფორმაცია, რომ რუსეთის ფედერაციის დედაქალაში, ,,სამუშაო ვიზიტით,“ მათი ეგრეთწოდებული საგარეო უწყების ხელმძღვანელი, ინალ არძინბაც გაემგზავრა.

,,საგარეო საქმეთა მინისტრი გეგმავს, რუსეთის სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად აფხაზეთ-რუსეთის სახელმწიფოთაშორისი თანამშრომლობის აქტუალური საკითხები განიხილოს“, - ნათქვამია არძინბას პრეს-სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში.

 

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...