Jump to content
Planeta.Ge

მასშტაბური ჰუმანიტარული კრიზისი თურქეთში, 26 მილიონი ადამიანი დახმარების მოლოდინშია


 

 image.png

ბოლო 24 საათის განმავლობაში მაშველებმა, მიწისძვრიდან 10 დღის შემდეგ, თურქეთში ნანგრევებიდან რამდენიმე გადარჩენილი კიდევ ამოიყვანეს, მათ შორის არის 17 წლის გოგონა, რომელმაც ნანგრევების ქვეშ 258 საათი გაატარა.

ოფიციალური მონაცემებით, მიწისძვრის შედეგად ქვეყანაში უკვე 38 000-ზე მეტი ადამიანია დაღუპული, ხოლო დაშავებულია - 105 000-ზე მეტი.

მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვი სირიაში, ამ დროისთვის, 6 ათასს აჭარბებს.

ჯანმო-ს შეფასებით, ჰუმანიტარული დახმარება თურქეთსა და სირიაში, დაახლოებით, 26 მილიონ ადამიანს ესაჭიროება.

გაერო-ს განცხადებით, ჰუმანიტარული მიზნით თურქეთისთვის 1 მილიარდი დოლარი, სირიისთვის კი 397 მილიონი დოლარი უკვე შეგროვდა.

 „გაეროს გენერალურმა მდივანმა არნიშნა, რომ თურქეთი მსოფლიოში ყველაზე მეტი ლტოლვილის სახლი გახდა და წლების განმავლობაში დიდ კეთილშობილებას ავლენდა თავისი სირიელი მეზობლების მიმართ. დროა, იგივე სოლიდარობა გამოვხატოთ მის მიმართ და მხარი დაუვიჭიროთ თურქეთს,“ - განაცხადა გაერო-ს გენერალური მდივნის პრეს-სპიკერმა სტეფან დუჟარიკმა.

ოფიციალური ცნობებით, თურქეთის ტერიტორიაზე მთლიანად დანგრეული ან მნიშვნელოვნად დაზიანებულია 50 ათასზე მეტი შენობა. ამასთან, ზოგიერთ შენობამდე ექსპერტ-სპეციალისტებს ჯერ არ მიუღწევიათ. სტიქიის ზონებიდან სხვა რეგიონებში დროებით გადასახლებული ადამიანების რაოდენობა კი 216 000-ზე მეტია.

ეკონომისტების ბოლო შეფასებით, სტიქიის მიერ მიყენებული ზარალის აღდგენას 84 მილიარდ დოლარამდე დასჭირდება.

თურქეთში მასშტაბური ნგრევის მიზეზების გამოძიების ფარგლებში, ეჭვმიტანილად იქნა აღიარებული 220-ზე მეტი სამშენებლო და კონტრაქტორი ორგანიზაციის ხელმძღვანელები, რომელთაგან 30-მდე დააკავეს, ხოლო 150 -მდე ან შინაპატიმრობაში იმყოფება.

 

 

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...