Jump to content
Planeta.Ge

ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობით, უკრაინაში შეჭრიდან დღემდე, სავარაუდოდ, 200 000-მდე რუსი სამხედრო დაიღუპა ან დაშავდა


უკრაინაში ფართომაშტაბიანი ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და კერძო სამხედრო კონტრაქტორის ძალების, სავარაუდოდ, 175 000-200 000 წევრი დაიღუპა ან დაშავდა.

ამის შესახებ ინფორმაცია გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ანგარიშშია აღნიშნული.

უწყების ცნობით, ეს მაჩვენებელი, სავარაუდოდ, დაახლოებით 40 000-60 000 დაღუპულს მოიცავს.

„რუსეთის მსხვერპლის მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაიზარდა 2022 წლის სექტემბრის შემდეგ, როდესაც „ნაწილობრივი მობილიზაცია“გამოცხადდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსულ ძალებში მსხვერპლის დიდი ნაწილი არტილერიამ გამოიწვია. ამასთან, უწყების ვარაუდით, კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მიერ ფრონტზე განლაგებულ მსჯავრდებულ-ახალწვეულებში მსხვერპლის მაჩვენებელი 50%-მდე იქნება.

„ვაგნერის“ კერძო სამხედრო კომპანიის ძალებმა განალაგეს დიდი რაოდენობით მსჯავრდებულ-ახალწვეულები. მათ მიერ განცდილი მსხვერპლის მაჩვენებელი, სავარაუდოდ, 50%-ს აღწევს“, - აცხადებენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...