Jump to content
Planeta.Ge

საბერძნეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას


image.png

,,მოხარული ვარ, რომ დღეს თქვენთან შეხვედრის საშუალება მაქვს, ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, - ამის შესახებ საბერძნეთის პრეზიდენტმა კატერინა საკელაროპულუმ საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, საბერძნეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის ისტორიულ კავშირებსა და მრავალსაუკუნოვან მეგობრულ ურთიერთობებს.

ამასთან, უწყების ცნობით, ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ საბერძნეთი ყურადღებით აკვირდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში მიმდინარე მოვლენებს.

შეხვედრის ფარგლებში,საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ აღნიშნული ვიზიტი ახალ იმპულსს შესძენს საქართველოსა და საბერძნეთის ორმხრივ ურთიერთობებს.

„ვაფასებთ,რომ ჩვენს ხალხებს შორის არის ძალიან თბილი ურთიერთობები. ამ მიმართულებით მომავალშიც გაგრძელდება მუშაობა, რათა კიდევ უფრო დავაახლოოთ ჩვენი ხალხი ერთმანეთს და ჩვენი ქვეყნების კულტურა კიდევ უფრო მეტად წარმოვაჩინოთ. დარწმუნებული ვარ, ამ კუთხით უახლოეს პერიოდში საინტერესო და კონკრეტული ნაბიჯები გვექნება“, - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა. ამასთან, ილია დარჩიაშვილმა კატერინა საკელაროპულუს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერისთვის.

აღსანიშნავია, რომ 15-16 თებერვალს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი საბერძნეთს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში,  დარჩიაშვილმა შეხვედრები გამართა საბერძნეთის პრეზიდენტთან, კატერინა საკელაროპულუსთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან, ნიკოს დენდიასთან.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...