Jump to content
Planeta.Ge

ვოლოდიმირ ზელენსკი: რომელ მხარეს უნდა იდგეს კულტურა და ხელოვნება? შეიძლება თუ არა ხელოვნება პოლიტიკის მიღმა იყოს?


,,დღეს რუსეთს უკრაინაში ბერლინის კედლის აშენება სურს. სურს, ააშენოს კედელი ჩვენსა და ევროპას შორის იმისთვის, რომ უკრაინა საკუთარი არჩევანისა და საკუთარი მომავლისგან გამოყოს,- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბერლინის 73-ე საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილეებსა და სტუმრებთან სიტყვით მიმართვისგანაცხადა.

მისი თქმით, ეს არის კედელი თავისუფლებასა და მონობას შორის, სიცოცხლის უფლებასა და სარაკეტო თავდასხმებს შორის, პროგრესსა და ნანგრევებს შორის, რომელსაც რუსეთი ტოვებს, კედელი ცივილიზაციასა და ტირანიას შორის.

„ჩნდება ლოგიკური კითხვა - რომელ მხარეს უნდა იდგეს კულტურა და ხელოვნება? შეიძლება თუ არა ხელოვნება პოლიტიკის მიღმა იყოს? კინო პოლიტიკის მიღმა იყოს? კულტურა და კინო შეიძლება იყოს პოლიტიკის მიღმა. მაგრამ არა მაშინ, როცა ეს არის აგრესიის პოლიტიკა. არა მაშინ, როცა ეს არის მასობრივი დანაშაულების, მკვლელობების, ტერორის პოლიტიკა, სხვა ქვეყნების და სხვა ხალხების განადგურების სურვილი, როცა ტოტალური ომის პოლიტიკაა, ანუ დღევანდელი რუსეთის პოლიტიკა,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ასეთ პირობებში და ასეთ დროს ხელოვნება არ შეიძლება იყოს ნეიტრალური, არ შეიძლება პოლიტიკის „გარეთ“ იდგეს.

„კულტურა ასეთ დროს აკეთებს არჩევანს, კულტურა ირჩევს მხარეს, ან ხმამაღლა ლაპარაკობს და სხვადასხვა გზით ებრძვის ბოროტებას, ან უყურებს და დუმს - და, ფაქტობრივად, ეხმარება ბოროტებას. რა თქმა უნდა, გლობალური გაგებით, კინო ვერ შეცვლის სამყაროს, მაგრამ მას შეუძლია გავლენა მოახდინოს და შთააგონოს ადამიანები, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ სამყარო,“ - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...