Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.495

დააკავეს თუ არა ქიბარ ხალვაში?


lasha_alo

1.505 views

მედიანიუს.ჯი17.01.2013 14:02

აზერბაიჯანში კორუფციის ბრალდებით საქართველოს მიერ ძებნილი ქიბარ ხალვაში დააკავეს.

აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ოპერატიული-სამძებრო სამუშაოების ჩატარების შედეგად, პოლიციის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა საქართველოს მოქალაქე ქიბარ ხალვაში დააკავეს.

მას საქართველოში სისხლის სამართლის კოდექსის 180, 182, 194, 210, 332, 341, 342 მუხლები აქვს წაყენებული, რომლებიც თაღლითობას, მითვისებას, ფულის გათეთრებას, ყალბი დოკუმენტების გამოყენებას, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას, ფალსიფიკაციას, სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს.

ამ დროისათვის აუცილებელი იურიდიული პროცედურები ხორციელდება.

ქიბარ ხალვაში ტელეკომპანია ,,რუსთავი 2” ერთ-ერთი მფლობელი იყო. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ის კორუფციაში დაადანაშაულეს რის შემდეგადაც მან საქართველო დატოვა. მასზე საერთაშორისო ძებნა იყო გამოცხადებული.

http://medianews.ge/...idaakaves/28946

 

ქიბარ ხალვაში კატეგორიულად უარყოფს აზერბაიჯანული მედიის მიერ ამ ქვეყნის შსს–ზე დაყრდნობით გავრცელებულ ინფორმაციას მისი დაკავების თაობაზე.

ამის შესახებ „Frontnews”–ს თავად ხალვაშმა განუცხადა.

 

„არავის არსად დავუკავებივარ! საბუთების მოწესრიგებას გარკვეული დრო, დაახლოებით ორი თვე დასჭირდება, რის შემდეგაც საქართველოში დაბრუნებას შევძლებ" – აღნიშნა მან.

 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ქიბარ ხალვაში აზერბაიჯანში დააკავეს. ამ ინფორმაციას მედია აზერბაიჯანის შს სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

 

ცნობისთვის: ქიბარ ხალვაშმა საქართველო მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მეგობარი – თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ჯერ დააპატიმრეს, შემდეგ კი საზღვარგარეთ გაუშვეს. ქიბარ ხალვაშს საქართველოში ყველა ბიზნესი ჩამოართვეს. გერმანიამ მას პოლიტიკური თავშესაფარი მისცა. საქართველოს პარლამენტმა მას ცოტა ხნის წინ პოლიტდევნილის სტატუსი მიანიჭა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...