ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი კახი კალაძე დღეს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ენერგეტიკის ფაკულტეტის, "კალა ფონდის" სტიპენდიანტ სტუდენტებს შეხვდება.
შეხვედრას ფაკულტეტის პროფესორ-მასწავლებლებიც დაესწრებიან. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინიციატივით, აღნიშნული სტუდენტები ენერგეტიკის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში ჩაერთვებიან. აღნიშნული შეხვედრა ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში გაიმართება.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.