Jump to content
Planeta.Ge

ახალგაზრდა რუსი რეჟისორი ლია ახეჯაკოვას ბოდიშს უხდის


ახალგაზრდა რუსი რეჟისორი ალექსანდრე მოლოჩნიკოვი მოსკოვის თაეტრ „სოვრმენნიკიდან“ რუსეთის სახალახო არტისტის, მსახიობ ლია ახეჯაკოვას გათავისუფლებას გამოეხმაურა და დაგმო ყველა იმ პირის საქციელი, ვინც ამ გადაწყვეტილებაში მონაწილეობდა.

,,ჯანდაბას, ჩვენ, ახალგაზრდები, როგორმე გავარღვევთ ამ წრეს, მაგრამ იმისთვის, რომ უდიდეს არტისტებს, მოხუცებს  სცენის და კინოს ბოლო წლები მოპარეთ, თქვენ (კულტურის სამინისტრო, დეპუტატებო, თეატრის მენეჯერებო), ვინც მათ სცენაზე ასვლის უფლებას არ აძლევთ,  ჯოჯოხეთის ცეცხლში დაიწვებით. თუმცა, თქვენ უკვე ხართ მასში.  ახეჯაკოვა, ნაზაროვ, ფილიპენკო, გვაპატით ეყველას!“ - დაწერა რეჟისორმა სოციალურ ქსელში.

მოლოჩნიკოვის მიმართვას, ჩეხოვის სახელობის მოსკოვის სამხატვრო თეატრიდან ცოტა ხნის წინ გათავისუფლებული მსახიობი, დიმიტრი ნაზაროვი გამოეხმაურა და მადლობა გადაუხადა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...