Jump to content
Planeta.Ge

მიწისძვრიდან მეხუთე დღეს ნანგრევებში სასწაულით გადარჩენილები


 

თურქეთსა და სირიაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, უკვე მეხუთე დღეა, ადგილობრივი და მათ დასახმარებლად, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული სამძებრო-სამაშველო სამსახურები შეჩერებლად მუშაობენ.

თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ კაჰრამანმარაშში პარასკევს, მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანი, 65 წლის მამაკაც, 22 წლის ახალგაზრდა გოგო და მის უმცროს და ცოცხლად ამოიყვანეს.  ყველა მათგანი საავადმყოფოში გადაყვანილი.

,,გამოვიყვანეთ მამაკაცი, სახელად ჰუსეინი, რომელმაც გვითხრა, რომ ნანგრევებში ხმები ესმოდა. აშინ ჩვენ სხვა ოთახში გადავინაცვლე, თუმცა ვერავინ ვიპოვეთ. მაინც გადავწყვიტეთ ძებნა გაგვეგრძელებინა, იქნებ, მამაკაცი მართალი ყოფილიყო? ცოტა მოშორებით მართლაც ვიპოვეთ ორ ქალი,“ - აცხადებს ისრაელის სამაშველო სამსახურის მეთაური გოლან ვაჰი.

პარასკევს, თურქეთის სამხრეთ ნაწილში, ქალაქ ისკანდერუნში მაშველებმა კიდევ ექვსი ადამიანი გადაარჩინეს.

მიწისძვრიდან მეხუთე დღეს, მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხლად ოთხი ადამიანი ამოიყვანეს სირიაშიც, მათ შორის არის 6 წლის ბიჭი.

გაერო-ს მონაცემებით, მიწისძვრისგან დაზარალებულ ორივე ქვეყანაში, ამჟამად 900 ათასზე მეტ ადამიანს ესაჭიროება კვება და თბილი ტანსაცმელი. სირიაში კი, 5,3 მილიონი ადამიანი, საერთოდ, უსახლკაროდ დარჩენის საფრთხის წინაშეა.

ამ დროისათვის, დამანგრეველი მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა 24 ათასს მიაღწია, 80 000 ადამიანი დაშავდა, მილიონობით კი - უსახლკაროდ დარჩა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...