Jump to content
Planeta.Ge

ასტამურ ფაჩალია: თუ ადრე, წელიწადში ნარკოტიკების შემომტანთა 5-6 ჯგუფს იჭერდნენ, ახლა 20-ს ვიჭერთ


 

image.jpeg

ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული სამსახურების მონაცემებით, აფხაზეთში ათი წლის განმავლობაში, ნარკოტიკების შემოდინების ათმდე არხი ჩამოყალიბდა.

ამის შესახებ აფხაზ ჟურნალისტებს ნარკოკონტროლის დეპარტამენტის უფროსმა ასტამურ ფაჩალიამ განცხადა.

აფხაზეთში ნარკოტიკების წოდების მთავარი გზა რუსეთს უკავშირდება.

ამასთან, ფაჩალიას თქმით, მოქმედებენ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები, კერძოდ, უზბეკეთის, ტაჯიკეთის და აზერბაიჯანის მოქალაქეები, რომლებიც მიმართავენ ტრანზიტს რუსეთიდან აფხაზეთში.

,,სამ წელიწადში ჩვენი საქმიანობა უფრო უკეთესი და ეფექტური გახდა, სხვაობაც წინანდელთან შედარებით საკმაოდ მნიშვნელოვანი. ადრე თუ, წელიწადში, 5 ან 6 ჯგუფს იჭერდნენ, ახლა დაახლოებით 20 - ს ვიჭერთ. თუ ადრე  ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მეტადონის ოდენობა, წელიწადში 200-300 გრამს არ აღემატეობდა, გასულ წელს, მხოლოდ დეკემბერში ერთ კილოგრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეთ“, - განაცხადა ფაჩალიამ.

მან აღნიშნა, რომ ნარკოტიკების მოწოდების ორგანიზატორები, მათ შორის, თავად აფხაზები, უფრო მეტად აფხაზეთის ფარგლებს გარეთ, რუსეთში, აზერბაიჯანსა და ტაჯიკეთში იმყოფებიან.

მხოლოდ 2022 წელს, ნარკოტიკების შემოტანის რამდენიმე არხი აღმოვაჩინეთ, არაფერს ვიტყვი გამსაღებლებსა და ნარკოკურიერებზე. სულ რაღაც ორიოდე დღის წინ, ერთ-ერთი გამსაღებლის დაკავების შემდეგ, ცნობილი გახდა მთავარი მსხვილი დილერის ვინაობა, რომელზე ოფიციალური ძებნა გვაქვს გამოცხადებული, მაგრამ რა ვქნათ - ეს ადამიანი დუბაიში იმყოფებ. ეს სერიოზული პრობლემაა“, - განაცხადა ფაჩალიამ.

მისივე თქმით, ძირითადი ნარკოტიკული საშუალება, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში შედის და მომხმარებლებში ყველაზე პოპულარულია, არის მეტადონი. მას ადგილობრივი ნარკომანების 90% ეტანება.

მეორე ადგილი მეფედრონს უკავია, ის განსაკუთრებით ახალგაზრდებშიპოპულარული და როგორც ასტამურ ფაჩალია აღნიშნავს, მისი გამოყენებისთვის ხშირად გოგონებსაც იჭერენ.

ასევე, აქტუალურ ფსიქოტროპულ ნივთიერებებს შორის არის პრეგაბალინი, რომელიც ყველაზე მეტად იწვევს დამოკიდებულებას.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...