ზარალის დასამალად რუსები ზაპოროჟიეს რაიონში ჯარისკაცების ცხედრებს წვავენ
უკრაინის სამხედრო ძალების გენერალური შტაბის ცნობით, ზარალის დასამალად რუსები ზაპოროჟიეს რაიონში ჯარისკაცების ცხედრებს წვავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ ზაპოროჟიეს ოლქის დროებით ოკუპირებულ ქალაქ ტოკმაკში, ფრონტზე საკუთარი დანაკარგების დასამალად, მობილური კრემატორიუმი მოაწყვეს.
„მტრის დანაკარგი იზრდება. დაღუპული ოკუპანტების რაოდენობის დასამალად, ქალაქ ტოკმაკში, Pridneprovskaya Biotes-ის საწარმოს ტერიტორიაზე, რუსმა დამპყრობლებმა მობილური კრემატორიუმი გამართეს. ქალაქის სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონის ადგილობრივი მაცხოვრებლები ჩივიან, რომ მუდმივად აწუხებთ დამწავრი გვამების სუნი, განსაკუთრებით ღამით,“ - ნათქვამია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საღამოს შემაჯამებელ განცხადებაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.