ოკუპირებულ აფხაზეთში მოსალოდნელი დივერსიის საფრთხის გამო სამძებრო სამუშაოებს ატარებენ
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებული უშიშროებისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, მოსალოდნელი დივერსიის საფრთხის გამო სამძებრო ღონისძიებებს ატარებენ.
ამის შესახებ ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის შსს-ს პრეს-სამსახური ავრცელებს.
„აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, აფხაზეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად, ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების კომპლექსს, რომელიც მიზნად ისახავს ინფორმაციის გადამოწმებას, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტებზე, მათ შორის რკინიგზასა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შესაძლო დივერსიის საფრთხის შესახებ“ - ნათქვამია უწყების მიერ 9 თებერვალს გავრცელებულ ანგარიშში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.