უკრაინის შეიარაღებული ძალების და თავდაცვის სამინისტროს 600-ზე მეტი თანამდებობის პირი პასუხისგებაში მიეცა
გასული წლის შიდა აუდიტის შედეგების საფუძველზე, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და თავდაცვის სამინისტროს 621 თანამშრომელი პასუხისგებაში მისცეს.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსეი რეზნიკოვის განცხადებით, მათგან 497 პირს მატერიალური, ხოლო 124 პირს დისციპლინარული პასუხისმგებლობა დაეკისრა.
შიდა აუდიტის ყველა მასალა, რომლითაც დარღვევები დადგინდა, თავის დროზე სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცათ.
,,ჩემი პრინციპული პოზიცია იყო, არის და იქნება უცვლელი - ნულოვანი ტოლერანტობა ნებისმიერი დარღვევის მიმართ. პასუხისმგებლობა დაეკისრება ყველა იმ პირს, ვისი ბრალეულობაც დადასტურდება შესაბამისი ორგანოების მიერ", - განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.