Jump to content
Planeta.Ge

სირიის ელჩი რუსეთში: მიწისძვრით გამოწვეულმა ჰუმატირაულმა კატასტროფამ დასავლეთს ნიღაბი ჩამოხსნა


,,მიწისძვრის შედეგად გამოწვეულმა ჰუმანიტარულმა კატასტროფამ დასავლეთ ნიღაბი ჩამოხსნა,“- განაცხადა Sputnik-Arabic- თან ინტერვიუში სირიის ელჩმა რუსეთის ფედერაციაში ბაშარ ალ-ჯაფარიმ.

მისი თქმით, დასავლეთის მიერ სირიისთვის დაწესებული სანქციები მხოლოდ საბაბია, რომელიც მიუთითებს ჰუმანიტარულ საკითხში დასავლეთის ქვეყნების პოლიტიზაციის მაღალ ხარისხზე.

,,მიწისძვრამ თურქეთი და სირია ორივე დააზარალა, მაგრამ დასავლეთი მხოლოდ თურქეთს ხედავს, დახმარებას და მაშველებს მხოლოდ მას უგზავნის. ჩვენ, სირიელები მათთვის, თითქოს, არც ვარსებობთ. აქ პოლიტიკაზე არ არის საუბარი, საუბარია ადამიანობის ხარისხზე,“ - განაცხადა სირიის ელჩმა.

ამავე ინტერვიუში მან რუსეთის ხელისუფლებას და რუსეთის მოქალაქეებს, კატაკლიზმით დაზარალებული სირიისთვის ფასდაუდებელი დახმარების გაწევის გამო, მადლობა გადაუხადა.

,,ეს არის ჩვენი ხალხების ძლიერი მეგობრობის ნამდვილი მტკიცებულება", - აღნიშნა ბაშარ ალ-ჯაფარიმ.

 

 

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...