Jump to content
Planeta.Ge

რუსეთში სოსისებისა და ძეხვეულის შესაფუთი მასალის დეფიციტია


 image.jpeg

რუსეთის ფედერაციის ხორცისგადამამუშავებელ ქარხნები პროდუქციის საწარმოებლად საჭირო სპეციალური გარსსაფარის დეფიციტს განიცდიან.

როგორც რუსული გამოცემა იზვესტიაიუწყება, ხორცპროდუქტების მწარმოებელთა ნაციონალური კავშირის ცნობით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებამდე, სოსისებისა და ძეხვეულის შესაფუთად საჭირო მასალას ფედერაციას ერთდროულად შვიდი ევროპული ქარხანა აწვდიდა.

რუსეთში არ იწარმოება ის ბოჭკოვანი გარსები, რომლითაც სერველატის და ნედლი შებოლილი ძეხვეულის 90% იფუთება.

წინასწარი შესყიდვის ან პარალელური იმპორტის გზით, დღეს ის ჩინეთიდან შეაქვთ. პროდუქციის ადგილზე მიტანის ვადა კი 10 თვემდე ხანგრძლივდება, რის შედეგადაც მწარმოებლების ხარჯები  25-70% გაიზარდა. ძეხვეულის ღირებულებაში ამ გარსსაფუთის წილი 15 - % -ს შეადგენს.

2022 წლის აპრილში რუსეთის ხორცის გადამამუშავებელი მრეწველობის წარმომადგენლები გააფრთხილეს, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი ომის დაწყების გამო, დაწესებული სანქციების ფარგლებში, ისინი შეიძლებოდა ძეხვებისა და სოსისების საწარმოებლად საჭირო გარსსაფარი მასალის გარეშე დარჩენილიყვნენ.

2022 წლის 10 ივლისს ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციაში ცილოვანი და ცელულოზის შემცველი მასალებისგან დამზადებული ხელოვნური გარსსაფუთების მიწოდება აკრძალა.

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...