სირიასა და თურქეთში მიწისძვრის მსხვერპლთა რიცხვმა შესაძლოა 20 ათასს გადააჭარბოს
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელთა შეფასებით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობამ შესაძლოა 20 ათას ადამიანს გადააჭარბოს.
ოფიციალური მონაცემებით, ამ დროისთვის დაღუპულთა რიცხვი 15 ათასს აღწევს. მათგან 12 ათასზე მეტია თურქეთში და 3 ათასამდე - სირიაში.
სირიაში დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვის გამოთვლას, ისევე, როგორც დახმარების გაწევას, ის ფაქტი ართულებს, რომ სხვადასხვა ტერიტორიებს სხვადასხვა ჯგუფი აკონტროლებს.
მაშველები მესამე დღეა მუხლჩაუხრელად მუშაობენ, მაგრამ თანდათან იწურება ის დრო, რაც, ექსპერტების აზრით, გადამწყვეტია გადარჩენილების მოსაძებნად.
მძიმე მეტეოროლოგიური პირობები და ამინდის დაბალი ტემპერატურაც ნანგრევების ქვეშ გადარჩენის უფრო ნაკლებ შანსს ტოვებს.
მიუხედავად ამისა, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მაშველები ცდილობენ, ტერიტორიების ნანგრევებისგან გასათავისუფლებად და იქ ჩარჩენილი ადამიანების ამოსაყვანად ყველა რესურსი გამოიყენონ.
Edited by ირმა-იტი
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.