Jump to content
Planeta.Ge
  • entries
    222
  • comments
    48
  • views
    549.622

ქართველ მუსლიმთა კავშირის განცხადება


lasha_alo

1.533 views

ბოლო პერიოდში ქართველ მუსლიმებთან მიმართებით დაფიქსირდა არასათანადო მოპყრობისა და რელიგიური წესჩვეულებებისა და რიტუალის აღსრულებაში ხელის შეშლის რამდენიმე ფაქტი, რაც საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებისა და რელიგიური მოღვაწეების მიერ ნეგატიურად შეფასდა.

 

ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ქართველ მუსლიმთა კავშირის წარმომადგენლები ქუთაისში შეხვდნენ საქართველოს პარლამენტის წევრებს, რამაც მნიშვნელოვანი ბიძგი

მისცა წარმოქმნილი პრობლემის მოგვარებას. თეთრიწყაროს რაიონის სოფელ წინწყაროში არსებული ვითარების მოწესრიგებაში, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, დიდი წვლილი შეიტანეს პარლამენტის წევრებმა. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, საქართველოს სახელმწიფო მაღალი თანამდებობის პირების დავალებით სოფელ წინწყაროში დაპირისპირებულ მოსახლეობასთან შესახვედრად და მხარეთა შორის მშვიდობიანი თანაცხოვრების მიღწევის მიზნით მივლენილი იყვნენ სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები. ასევე ჩვენთვის ცნობილი გახდა, პროცესის გადაწყვეტაში ჩართული იყო თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ქართული ოცნების ოფისი და თეთრიწყაროს რაიონის პოლიცია. შეხვედრა შედგა საქართველოს საპატრიარქოსა და სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლებს შორის. დაძაბულობის განმუხტვის მიზნით სოფლის მართლმადიდებელ მოსახლეობას არაერთხელ შეხვდნენ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირები. წინწყაროში განვითარებული მოვლენების მონიტორინგს ახორციელებდა სახალხო დამცველის ოფისი, არასამთავრობო ორგანიზაციები და მასმედია. ქართველ მუსლიმთა კავშირი, წინწყაროში მიმდინარე მოვლენებისა და ზოგადად საქართველოში რელიგიური თავისუფლების უფლების რეალიზების თავლსაზრისით განსაკუთრებით პოზიტიურად აფასებს საქართველოს პრემიერ მინისტრის ბატონ ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც ნათქვამია „როგორც ამ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვიღებ პასუხისმგებლობას და გპირდებით, რომ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, რომელ კონფესიასაც არ უნდა მიეკუთვნებოდნენ ისინი, მშვიდობიანი თანაცხოვრების გარანტია ექნებათ“.

 

ქართველ მუსლიმთა კავშირი გამოხატავს მადლიერებას წინწყაროს ინციდენტის აღმოფხვრაში ჩართული ყველა სახელმწიფო უწყებისა და პირების ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უფლება დამცველ ორგანიზაციების მიმართ და იმედს გამოთქვამს, რომ საერთო ძალისხმევით ეს ინციდენტი საბოლოოდ აღმოიფხვრება.

ქართველ მუსლიმთა კავშირი ადასტურებს თავის მზადყოფნას, ყველამრხრივ მიიღოს მონაწილეობა საქართველოში ტოლერანტობის კულტურის დამკვიდრებაში, ხელი შეუწყოს რელიგიათა შორის ურთიერთობის განვითარების პროცესს და ქართული სახელმწიფოს აღმშენებლობისათვის ითანამშრომლოს, როგორც სახელმწიფო ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებთან.

ქართველ მუსლიმთა კავშირი

ტარიელ ნაკაიძე

1 Comment


Recommended Comments

×
×
  • შექმენი...