Jump to content
Planeta.Ge

თურქეთის ქალაქებში მოროდიორები გამოჩნდნენ


image.jpeg 

მაშინ, როცა თურქეთის მოსახლეობა ცდილობს ყველაფერ გააკეთოს გადარჩენილების დასახმარებლად, მიწისძვრით დაზარალებულ ქალაქებში მოროდიორები გამოჩნდნენ. მათ მაღაზიებიდან და ცარიელი სახლებიდან  საკვებ, ტექნიკა და ავეჯ გააქთ.

თურქული მედიის ცნობით, საძარცვავად მთელი ოჯახები ერთად მიდიან. აქვე იმასაც აღნიშნავენ, რომ ვინაიდან ჰუმანიტარულ დახმარება მათთან ჯერ არ მიუღწევია, ბევრი ადამიანი იძულებულია  მსგავსი ნაბიჯი გადადგას, მაღაზიის მეპატრონეები კი თავიანთი დაწესებულებებს დამოუკიდებლად იც.

,,მაღაზიაში სრული არეულობაა. ყველა ნივთი დაზიანებულია, ყველა შუშა ჩამტვრეულია, ამიტომ მე ვდგავარ აქ, ჩემი მაღაზიის წინ და ვიცავ მას. ჩვენი სახლი არ დანგრეულა, მაგრამ სახლში ვერავინ ბრუნდებით, რადგან გვეშინია. ბიძგები ჯერ ისევ მეორდება. - განუცხადა Euronews- ს ერთ-ერთი ავეჯის მაღაზიის მფლობელმა, ემინ აჩმაზმა.

ვისაც სახლში დაბრუნების ეშინია ან სახლი დაენგრა, მათ ღამის გათენება ქუჩაში, წვიმასა და თოვლ მოუწევს. დაზარალებულ რაიონებში ამინდი ჯერ-ჯერობით არ უმჯობესდება.

თურქეთის ხელისუფლება და ჰუმანიტარული ორგანიზაციები ყველაფერს აკეთებენ დაზარალებულთა დასახმარებლად, მაგრამ ყველა გადარჩენილთან მისვლას დიდი დრო დასჭირდება.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...