მოქალაქეები ამბობენ, რომ ახლა უპირატესობა ცოცხლად გადარჩენილების პოვნას ენიჭება, ამიტომ გლოვის დრო არ რჩება
თურქეთის პროვინცია ჰათაიში, მიწისძვრიდან 29 საათის შემდეგ, ერთ-ერთი სახლის ნანგრევებიდან ორი თვის ბავშვი ცოცხლად ამოიყვანეს.
მიუხედავად იმისა, რომ გადარჩენილთა პოვნის შანსები უფრო და უფრო მცირდება, მიწისძვრით დაზარალებულ რაიონებში 79 000-ზე მეტი სამძებრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობს. ისინი მძიმე მეტეოროლოგიურ პირობებში აგრძელებენ დახმარებას.
ერთ-ერთმა ჯგუფმა მალათიაში 62 წლის ეროლ ჰანჩი გადაარჩინა, რომლის ოჯახის სხვა წევრები ნანგრევებიდან უფრო ადრე გამოიყვანეს. მიწისძვრის დროს სახლში სულ 7 ადამიანი იმყოფებოდა. ისინი ერთმანეთთან კონტაქტს რამდენიმე საათის განმავლობაში ამყარებდნენ.
ვიდრე მაშველები სპეციალური აღჭურვილობით მიეხმარებიან, სასოწარკვეთილი მოსახლეობა ცდილობს, დაკარგული ნათესავები საკუთარი ძალებით მოიძიოს და იპოვოს, რასაც ზოგიერთი ახერხებს კიდეც.
ნგრევის მასშტაბებისა და მუდმივი ბიძგების მიუხედავად, არავინ ნებდება.
მოქალაქეები ამბობენ, რომ ახლა უპირატესობა ცოცხლად გადარჩენილების პოვნას ენიჭება, ამიტომ მათ გლოვის დრო არ რჩებათ.
ნანგრევებიდან გამოყვანილი ერთ-ერთი პირის თქმით, ახლა ნანგრევების ქვეშ უფრო მეტი ადამიანია, ვიდრე მის ზემოთ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.