Jump to content
Planeta.Ge

,,ამაზე საშიენლი არაფერია"- ქართველი ფეხბურთელი საბა ლობჟანიძე მიწისძვრის ეპიცენტრიდან


image.jpeg

 

თურქეთის ქალაქ ჰატაის საფეხბურთო კლუბ ,,ჰატაისპორშიმოთამაშე ქართველმა ფეხბურთელმა საბა ლობჟანიძემ, სამშობლოში გამომგზავრებამდე, ,,ინსტაგრამისსაკუთარ გვერდზე სტატუსი დაწერა, რითაც ქვეყანაში მომხდარ სტიქიურ უბედურებას გამოეხმაურა.

,,რა ტრაგედიაც მოხდა, ღმერთმა არავის გამოგაცდევინოთ. ეს არ იყო უბრალოდ მიწისძვრა, ეს იყო უფრო ღრმა და შემზარავი. მე მშვიდობით ვარ, მაგრამ ეს არ არაა მთავარი ამ წამს. ადამიანები დანგრეულ შენობებშო ბავშვებს ოჯახის წევრებს ეძებენ. ამაზე საშინელი არაფერია. მშვიდობა ჩვენ და მშვიდობა ყველას.“ - წერს ქართველი ფეხბურთელი.

შეგახსენებთ, რომ 6 თებერვალს თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ,,ჰატაისპორში“ საბა ლობჟანიძის თანაგუნდელი, განელი ფეხბურთელი კრისტიან ატსუ, ნანგრევებში მოჰყვა. ის რამდენიმე საათის შემდეგ, მაშველებმა იპოვეს და ცოცხლად გამოიყვანეს.

დაშავებული ფეხბურთელი ამჟამად კლინიკაში იმყოფება.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...