პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით, დღეს და ხვალ სასჯელაღსრულების დაწესებულებებს 50-მდე მსჯავრდებული დატოვებს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროდან აცნობეს.
სამინისტროში დღეს პირობით ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის მორიგი სხდომა გაიმართა. კომისიის წევრებმა 300-მდე მსჯავრდებულის განცხადება განიხილეს, რომელთაც ადგილობრივი საბჭოების მიერ პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარი ეთქვათ და ამასთანავე, რისკების შეფასებისა და სასჯელის ინდივიდუალური დაგეგმვის მეთოდოლოგიით მიეკუთვნებიან განმეორებითი დანაშაულის ჩადენის დაბალ რისკჯგუფს.
1 Comment
Recommended Comments