Jump to content
Planeta.Ge

აფხაზეთში ანტირუსუსლი განწყობების გაღვივება ,,სახელმწიფოებრიობისთვის საფრთხედ" გამოაცხადეს


ოკუპირებული აფხაზეთის უშიშროების სამსახურმა ანტირუსული განწყობების შექმნის მცდელობებს სახელმწიფოსთვის საფრთხის შემცველი უწოდა.

,,აფხაზეთში ანტირუსული განწყობის გაღვივების მიზანმიმართული მცდელობები სახელმწიფოებრიობისთვის პირდაპირ საფრთხეს წარმოადგენს, - განაცხადა ეგრეთწოდებული სახელმწიფო უშიშროების სამსახურის უფროსმა რობერტ კიუტმა.

მისი თქმით, დესტრუქციული და მტრულად განწყობილი ძალები გარედან ცდილობენ, გამოიყენონ, თითქოსდა, საზოგადოებაში არსებული ანტირუსული განწყობები და აფხაზეთ-რუსეთის ურთიერთობის სხვადასხვა ეტაპზე მითითებით, ხელოვნურად იქმნება ანტირუსული დღის წესრიგი.

კიუტის აზრით, ამ მცდელობებს რეალობასთან საერთო არაფერი აქვს და

აფხაზეთში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გარანტი სწორედ რუსეთია.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ სახელმწიფო სამსახურები ანტიაფხაზური პროექტების განმახორციელებელი პირების მიმართ, კანონის ფარგლებში, მკაცრ ზომებს გაატარებენ.

კიუტი მიიჩნევს, რომ რომ მუქარა მოდის იმ არაკეთილმოსურნეთაგან, რომლებმაც ახალგაზრდა თაობის გონებაზე სამოქმედოდ, ბოლო დროს ბრძოლის ტაქტიკა მნიშვნელოვნად შეცვალეს.

საინფორმაციო სივრცეში დაიწყო თემების გავრცელება, რასაც ხშირად თან ახლავს საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების მცდელობები, რომლის მიზანია, ანტირუსული, შესაბამისად დესტრუქციული რიტორიკის გავრცელება, - განაცხადა კიუტმა.

მისი თქმით, უშიშროების სამსახური ყურადღებით აკვირდება ვითარების ცვლილებებს და არცთუ სასიამოვნო ტენდენციებს.

„ახლა მიმდინარეობს რუსეთის პოზიციების შესუსტების მცდელობები, ფაქტობრივად ეს არის საინფორმაციო ომის ელემენტი, რომელიც რაღაც უფრო დიდ საფრთხეში შეიძლება გადაიზარდოს. მინდა გავიხსენო, რომ სწორედ რუსეთი გვევლინება, როგორც მშვიდობის, სტაბილურობის და  უსაფრთხოების გარანტი აფხაზეთში და ნებისმიერმა სპეკულაციამ შეიძლება აფხაზეთის სახელმწიფოებრიობას საფრთხე შეუქმნას,“ - აღნიშნა ოკუპირებული მხარის ეგრეთწოდებულმა უშიშროების სამსახურის უფროსმა.

 

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...