,,ჩვენ გაიძულებთ, რომ პატივი გვცეთ" - ინალ არძინბა დასავლეთის ქვეყნებს მიმართავს
ოკუპირებული აფხაზეთის ეგრეთწოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ, სოხუმში უშიშროების სამსახურთან ჩატარებული თათბირის შემდეგ შემაჯამებელი განცახდება გააკეთა და ევროპულ ქვეყნებს მიმართა.
მისი თქმით, ,,მთელი მათი სახელმწიფოს არსებობის განმავლობაში“ დასავლეთის არცერთმა ქვეყანამ არ აღიარა აფხაზეთის სუვერენიტეტი, მაგრამ ,,აფხაზეთის რესპუბლიკა“ აიძულებს მათ, რომ პატივი სცენ და ანგარიში გაუწიონ.
,,ჩვენ ვიცით, დღეს როგორი შეხვედრები და მოლაპარაკებები იმართება თბილისში, ევროპული ქვეყნების დედაქალაქებში, ნიუ-იორკში. უშიშროების სამსახურთან ერთად მონიტორინგს ვუწევთ ყველა სიტუაციას და ვიცით, რაც იგეგმება აფხაზეთთან დაკავშირებით.“ - აღნიშნა არძინბამ.
მისი განცხადებით, დასავლეთი უკვე ათწლეულებია, მთელ მსოფლიოში ვითომ ჰუმანიტარულ დახმარებას ეწევა, ისევე, როგორც თავის დროზე, ამას აკეთებდა უკრაინაში, შემდეგ კი შეიარაღებულ კონფლიქტს აღვივებს და სახელმწიფოებრიობას ბოლომდე ანადგურებს.
,,ჩვენ არ დავანებებთ და არ მივცემთ უფლებას, იგივე ქნან ჩვენს მშობლიურ მიწაზე!“ - განცახადა აფხაზმა მაღალჩინოსანმა.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.