Jump to content
Planeta.Ge

უკრაინის შემდეგ, კადიროვი ,,დენაციფიკაციით" პოლონეთსაც ემუქრება


ჩეჩნეთის ეგრეთწოდებული ლიდერი, რამზან კადიროვი უკრაინის შემდეგ, ,,დენაციფიკაციით“ პოლონეთსაც დაემუქრა. უფრო მეტიც, მას მიაჩნია, რომსატანიზმთან ბრძოლა მთელ ევროპაშია უცილებელი.

კადიროვმა გამოცემა Telegram- განცხადა, რომ პოლონეთი იარაღს აშშ- ემათხოვრება,რადგან საკუთარი სამხედრო რესურსი უკრაინის დახმარებას შეალია.

,,ახლა პოლონეთი დაბნეულია: რა მოხდება, თუ უკრაინაში სპეციალური სამხედრო ოპერაციის წარმატებით დასრულების შემდეგ რუსეთი მორიგი ქვეყნის,,დენაციფიკაციას" და ,,დემილიტარიზაციას" დაიწყებს? უკრაინის შემდეგ ხომ რუკაზე პოლონეთია?

არ დავმალავ, მე პირადად მაქვს ასეთი განზრახვა და არაერთხელაც მითქვამს, რომ სატანიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს მთელ ევროპაში და პირველ რიგში, პოლონეთის ტერიტორიაზე. ამიტომ,  პოლონელები ყველაფერს დროულად ჩასწვდნენ,“ - განაცხადა კადიროვმა.

ჩეჩნეთის სკანდალური ლიდერის თქმით, პოლონეთში ,,რთული პოლიტიკური ვითარებაა.“

ივლისში სილეზიის ავტონომიის (ისტორიული მხარე ცენტრალურ ევროპაში. სილეზიის დიდი ნაწილი  პოლონეთის შემადგენლობაში შედის, მცირე ნაწილი კი ჩეხეთის. მის სულ მცირე ნაწილს გერმანია ფლობს - planeta.ge) ყოველწლიური მარში გაიმართება.

პოლონეთის ეს რეგიონი განსაკუთრებულ დამოუკიდებელ სტატუსს იმსახურებს და იქ აუცილებლად საჭიროა, ჩატარდეს რეფერენდუმი, რისთვისაც რუსეთს შეუძლია ორგანიზაციულ საკითხებში დახმარება გაუწიოს.“ - აღნიშნა კადიროვმა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...