გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 7 თებერვალს 12:00-დან 13:00 საათამდე ენერგომომარაგება მცხეთის მუნიციპალიტეტში ქსნის, ძეგვის, ქსოვრისის და ქანდას აბონენტებს დროებით შეეზღუდებათ.
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, 13:00-დან 14:00 საათამდე ენერგომომარაგება ასევე, შეეზღუდება ძეგვის და წიწამურის აბონენტებს.
„11:00-დან 15:00 საათამდე დენი გაეთიშებათ აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: წითელსოფელი, ჩანადირთკარი, აბანოსხევი, საკრამული, ბულაჩაური, საშაბურო, ლაშარის ჯვარი, ქუბრიაანთკარი, ლაზვიანი და მიმდებარე სოფლები.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.