Jump to content
Planeta.Ge

„ნაციონალური მოძრაობა“ დღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავს


ნაციონალური მოძრაობადღეს მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციას გამართავს. აქცია 17:00 საათზე დაიწყება.

როგორც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, პროტესტი ყოველდღიური იქნება, ვიდრე შედეგზე არ გავლენ და საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს სამკურნალოდ გამგზავრების შესაძლებლობა არ მიეცემა.

ნაციონალურმა მოძრაობამსაპროტესტო აქცია წუხელ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სახლთანაც გამართა.

პარტიამ პროტესტის უწყვეტი ტალღა მას შემდეგ დააანონსა, რაც სასამართლომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებაზე უარი თქვა.

სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების შუამდგომლობით სასამართლოს ექსპრეზიდენტის ადვოკატებმა მიმართეს.

აღნიშნულ შუამდგომლობას მოსამართლე გიორგი არევაძე დაახლოებით, ორი თვე განიხილავდა.

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...