Jump to content
Planeta.Ge

თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა, არის მსხვერპლი


 

თურქეთში მომხდარ მიწისძვრას დიდი მსხვერპლი მოჰყვა. მიწისძვრის სიმძლავრემ, აშშ-ის სეისმოლოგიური ცენტრის ინფორმაციით, 7.8 მაგნიტუდა შეადგინა, ეპიცენტრი კი ქალაქ გაზიანთეფთან, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში იყო. დანგრეულია ბევრი შენობა, ხალხი ნანგრევებშია მოყოლილი.

თურქეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, სულეიმან სოილუს თქმით, უმეტესად, 10 ქალაქი დაზიანდა - გაზიანთეფი, კარამანმარასი, ჰატაი, ისმანიე, ადიამანი, მალატაია, სანლიურფა, ადანა, დიარბაქირი და კილისი. გაზიანთეფში დაინგრა სავაჭრო ცენტრიც.

თურქეთის კატასტროფების სააგენტოს მიერ გავრცელებული ბოლო ინფრომაციით, მიწისძვრის შედეგად, დაღუპულია 76, ხოლო დაშავებულია 440 ადამიანი.

ბიძგი ძლიერად იგრძნეს სირიაში, ლიბანსა და კვიპროსში.

სირიის სახელმწიფო მედიის ინფორმაციით, მიწისძვრის შედეგად, ალეპოში, ჰამასა და ლატაკიაში 42 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა.

თურქეთსა და სირიაში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დანგრეული შენობების ნანგრევებიდან ადამიანების გამოსაყვანად სამაშველო ოპერაციები გრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციით რყევა, დაახლოებით 45 წამის განმავლობაში იგრძნობოდა.

სეისმოლოგების თქმით, რეგიონში, პირველი მიწისძვრიდან რამდენიმე წუთის შემდეგ, კიდევ ერთი ძლიერი ბიძგი იგრძნეს.

Edited by ირმა-იტი

0 Comments


Recommended Comments

There are no comments to display.

×
×
  • შექმენი...