საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით პოლონეთში იმყოფება. პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით , მიხეილ სააკაშვილის სამუშაო ვიზიტი დღეს დაიწყო.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი თავის პოლონელ კოლეგას, ბრონისლავ კომოროვსკის უკვე შეხვდა.
შეხვედრის შესახებ დეტალურ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოგვიანებით გაავრცელებს.
მხარეებმა ორი ქვეყნის თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრეს. ბრონისლავ კომოროვსკიმ აღნიშნა, რომ პოლონეთი კვლავაც მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ კურსს.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.