უკრაინა მიიღებს SAMP/T-Mamba საჰაერო თავდაცვის სისტემებს, რომლებსაც ბალისტიკური რაკეტების დაკავება შეუძლიათ
საფრანგეთი და იტალია უკრაინას გაზაფხულზე MAMBA-ს თავდაცვით სისტემებს მიაწვდიან, რათა მათ რუსული საჰაერო თავდასხმები თავიდან აირიდონ.
ამის შესახებ Twitter-ზე საფრანგეთის თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელმა სებატიენ ლეკორნუმ განაცხადა.
„იტალიის თავდაცვის მინისტრთან, გვიდო კროზეტოსთან ერთად, ჩვენ გადავწყვიტეთ 2023 წლის გაზაფხულზე უკრაინას SAMP/T-MAMBA - ს საჰაერო თავდაცვის სისტემები მივაწოდოთ. ეს სისტემა მოქალაქეებს და ინფრასტრუქტურას რუსეთის მხრიდან თავდასხმებისგან დაიცავს.“ - ნათქვამია შეტყობინებაში.
SAMP/T-MAMBA -ს სისტემა, ეს არის ამერიკული Patriot - ის სისტემის ექვივალენტი, რომელიც ფრანგულ-იტალური ერთობლივი კონსორციუმის მიერ შეიქმნა. მას შეუძლია ერთდროულად ათ სამიზნეს ადევნოს თვალყური და ათივე ერთდროულად გააუვნებელჰყოს.
SAMP/T-MAMBA ერთადერთი ევროპული წარმოების სისტემაა, რომელსაც ბალისტიკური რაკეტების შეკავება შეუძლია.
ერთი გამშვები მოწყობილობა 8 რაკეტით არის შეიარაღებული, რომელთა ზალპით გასროლასაც მხოლოდ 10 წამი სჭირდება.
უკრაინის არმიის საჰაერო ძალები, კარგა ხანია ითხოვენ PATRIOT სარაკეტო თავდაცვის სისტემებისა და SAMP-T კომპლექსების საკმარისი რაოდენობის მიწოდებას, რაც მათ ბალისტიკური რაკეტებისგან უკრაინის დაცვაში დაეხმარებათ.
0 Comments
Recommended Comments
There are no comments to display.